თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.
2024 წლის 21 ივნისს, პარასკევს, 17.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ლორთქიფანიძე წაიკითხავს მოხსენებას "მედეა ევრიპიდემდე".
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220